Skip to main content

სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი




სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი (შვედ. Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf; . 20 ნოემბერი, 1858 — . 16 მარტი, 1940)შვედი მწერალი, ქალი, რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს.

ბიოგრაფია:
 სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში, მემამულის ოჯახში დაიბადა. 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად. სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ. ამ ხანებში მისი პირველი წიგნისაგა იოსტა ბერლინგზე“ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება. ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული, სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად. ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა: „უხილავი ჯაჭვები“ (1894) დადედოფლების კუნგაჰელაში“ (1899).
1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ რომანს, „იერუსალიმსქმნის, სადაც პალესტინაში ემიგრირებული შვედი ქრისტიანების შესახებაა მოთხრობილი.

მე პირადად მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული (The Phantom Carriage)  და ძალიან მომეწონა, ნაწარმოებებში ასახულია ცხოვრებისეული ტკივილი  

გირჩევთ წაიკითხოთ „მეეტლე მოჩვენება“ საინტერესო  და განცდებთან დაკავშირებული  ნაწარმოებია,    ძალიან კარგადაა წიგნში ასახული  ცხოვრება რა ხანმოკლეა და რა მშვენიერი  რისი თქმა შეიძლება მოვასწროთ და რა შეიძლება დაგვჩეს სათქმელი,  სასტიკი და მწარე რეალობა ასეთია ჩემი აზრი. პერსონაჟს ერთი შანსი მაინც რჩება შეცდომა რომ გამოასწოროს აი ჩვენ კი ...

"მეეტლე-მოჩვენება" პირველად 1921 წელს შვედებმა გადაიღეს. ეს არის ნაწარმოები რომელიც დიდ კინოდ იქცა
სურათი მელოდრამისა და მისტიკის ჟანრს მიეკუთვნება. ფილმის რეჟისორი ვიქტორ შესტემი გახლდათ, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელიც იყო და სცენარის ავტორიც. ინგმარ ბერგმანი ამ ფილმს ყოველ ზაფხულს უყურებდა და თავის საყვარელ ფილმებს შორის ასახელებდა.

 რამდენიმე ფრაგმენტი ფილმიდან

The Phantom Carriage




Comments

Popular posts from this blog

“როგორ ვისწავლოთ კომპიუტერზე ბეჭდვა”

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია  სამუშაოს სწრაფად შესრულებაში,

მარშალის გეგმა

United States of America მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით. მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა. კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთე