სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი ( შვედ . Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf ; დ . 20 ნოემბერი , 1858 — გ . 16 მარტი , 1940) — შვედი მწერალი , ქალი , რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს . ბიოგრაფია: სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში , მემამულის ოჯახში დაიბადა . 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად . სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ . ამ ხანებში მისი პირველი წიგნი „ საგა იოსტა ბერლინგზე “ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება . ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული , სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად . ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა : „ უხილავი ჯაჭვები “ (1894) და „ დედოფლების კუნგაჰელაში “ (1899). 1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ - ერთ ყველაზე მთავარ რომანს , „ იერუსალიმს “ ქმნის , სადაც პალესტინაში ემიგ
პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს . პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის 1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია სამუშაოს სწრაფად შესრულებაში,