Skip to main content

შევჩერდეთ და დავფიქრდეთ

ვაშინგტონის მეტროში დგას ადამიანი და უკრავს ვიოლინოზე. 45 წუთის განმავლობაში მან დაუკრა ბახის 6 პიესა. ამ დროის მანძილზე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა მის წინ.

45 წუთის მანძილზე მხოლოდ 6 ადამიანი შეჩერდა და ცოტა ხნით მოუსმინა მევიოლინეს. 20-მა ადამიანმა მას ჩაუგდო ფული. მუსიკოსმა 32 დოლარი შეაგროვა.

ეს მუსიკოსი იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მევიოლინე. მან დაუკრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები ვიოლინოზე, რომლის ღირებულებაა 3,5 მილიონი დოლარი.

ორი დღით ადრე ბოსტონის თეატრში ჯოშუა ბელის კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთის ღირებულება საშუალოდ 100$ შეადგენდა.

პროექტი ”ჯოშუა ბელი ინკოგნიტო უკრავს მეტროში” ვაშინგტონ პოსტის ინიციატივით ჩატარდა. ამ ექსპერიმრნტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ აღიქვავს ადამიანი სილამაზეს ჩვეულ გარემოში.

რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ამ ექსპერიმენტის შედეგით: ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს არ ვაქცევთ ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Comments

Popular posts from this blog

“როგორ ვისწავლოთ კომპიუტერზე ბეჭდვა”

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია  სა...

მარშალის გეგმა

United States of America მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით. მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა. კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთე...