სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი ( შვედ . Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf ; დ . 20 ნოემბერი , 1858 — გ . 16 მარტი , 1940) — შვედი მწერალი , ქალი , რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს . ბიოგრაფია: სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში , მემამულის ოჯახში დაიბადა . 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად . სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ . ამ ხანებში მისი პირველი წიგნი „ საგა იოსტა ბერლინგზე “ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება . ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული , სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად . ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა : „ უხილავი ჯაჭვები “ (1894) და „ დედოფლების კუნგაჰელაში “ (1899). 1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ - ერთ ყველაზე მთავარ რომანს , „ იერუსალიმს “ ქმნის , სადაც პალესტინაში ...