Skip to main content

მარშალის გეგმა

United States of America
მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით.
მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა.



კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთებული შტატბისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, დაიწყეს მუშაობა ევროპის დახმარების გეგმაზე. 1947 წლისს 5 ივნისს ჯორჯ მარშალმა გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც მოიცავდა დახმარებას და სესხების გაცემას ევროპის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ომისაგან დაზარალდა. სტალილმა ამ გეგმაში ბუნებრივია საფრთხე დაინახა და ევროპის იმ ქვეყნებზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, მოახდინა ზეწოლა, რათა უარი ეთქვათ ამ პროგრმაში მონაწილეობაზე.

მას შემდეგ რაც ევროპის 16 სახელმწიფოს მთავრობებმა თანხმობა განაცხადეს ამ გეგმაში მონაწილეობის მიღებაზე, 1948 წლის 2 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას. 1948-1952 წლების განმავლობაში მთლიანობაში გაიცა 13 მილიარდი დოლარი.
გეგმაში მონაწილე ქვეყნები იყვნენ: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსენბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ გერმანია.


ამ ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 15-25%-ს მიაღწია, ინდუსტრია საკმაოდ მოკლე პერიოდში განახლდა ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებამ , ომამდელ პერიოდს გადააჭარბა. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის რომ დასავლეთ ევროპაზე კომუნისტებმა კონტორლი დაკარგეს, ხოლო ევროპა კი ორ ნაწილად გაიყო მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად.
უინსტონ ჩერჩილა ამ გეგმას ,, ყველაზე არაეგოისტური აქტი უწოდა” , მის გარდა სხვებიც იყვნენ შეერთებული შატატების თითქოს და ალტრუისტული ქმედებებით მოხიბლული. თუმცა იყვნენ ადამიანები რომლებით, ამერიკის შეერთებულ შტატების ეკონომიკური იმპერიალიზმის განხორციელებაში სდებდნენ ბრალს. ნაწილობრივ ეს მართალი იყო, რადგან გეგმის მონაწილე ქვეყნების ბაზრები ამერიკული ფირმებისათვის ღია უნდა ყოფილიყო, დებულების მიხედვით. აქედან გამომდინარე ამ 16 ქვეყანაში იმპორტი სწორედ ამერიკიდან ხორციელდებოდა. ანუ საბოლოო ჯამში ევროპის ეკონომიკის გამოცოცხლებით, შეერთებულმა შტატებმა გაცილებით დიდი სარგებელი ნახა: პირველი ის რომ გასესხებული ფული გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან პროცენტით მიიღო, ხოლო მეორე და ყველაზე მთავრი იყო ის, რომ ევროპის დახმარების პროგრამის დროს იმპორტს ამერიკა ეწეოდა. ამან ამერიკის წარმოება და ექსპორტი გაზადა და ეკონომიკა საგრძნობლად განავითარა.

Comments

Popular posts from this blog

“როგორ ვისწავლოთ კომპიუტერზე ბეჭდვა”

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია  სა...

შევჩერდეთ და დავფიქრდეთ

ვაშინგტონის მეტროში დგას ადამიანი და უკრავს ვიოლინოზე. 45 წუთის განმავლობაში მან დაუკრა ბახის 6 პიესა. ამ დროის მანძილზე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა მის წინ. 45 წუთის მანძილზე მხოლოდ 6 ადამიანი შეჩერდა და ცოტა ხნით მოუსმინა მევიოლინეს. 20-მა ადამიანმა მას ჩაუგდო ფული. მუსიკოსმა 32 დოლარი შეაგროვა. ეს მუსიკოსი იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მევიოლინე. მან დაუკრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები ვიოლინოზე, რომლის ღირებულებაა 3,5 მილიონი დოლარი. ორი დღით ადრე ბოსტონის თეატრში ჯოშუა ბელის კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთის ღირებულება საშუალოდ 100$ შეადგენდა. პროექტი ”ჯოშუა ბელი ინკოგნიტო უკრავს მეტროში” ვაშინგტონ პოსტის ინიციატივით ჩატარდა. ამ ექსპერიმრნტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ აღიქვავს ადამიანი სილამაზეს ჩვეულ გარემოში. რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ამ ექსპერიმენტის შედეგით: ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს არ ვაქცევთ ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ავტორი: გიორგი