Skip to main content

Posts

სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი

სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი ( შვედ . Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf ; დ . 20 ნოემბერი , 1858 — გ . 16 მარტი , 1940) — შვედი მწერალი , ქალი , რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს . ბიოგრაფია:   სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში , მემამულის ოჯახში დაიბადა . 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად . სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ . ამ ხანებში მისი პირველი წიგნი „ საგა იოსტა ბერლინგზე “ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება . ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული , სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად . ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა : „ უხილავი ჯაჭვები “ (1894) და „ დედოფლების კუნგაჰელაში “ (1899). 1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ - ერთ ყველაზე მთავარ რომანს , „ იერუსალიმს “ ქმნის , სადაც პალესტინაში ემიგ
Recent posts

“როგორ ვისწავლოთ კომპიუტერზე ბეჭდვა”

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია  სამუშაოს სწრაფად შესრულებაში,

იაპონური ჯგუფი "გამარჯობათ"

  იაპონური იუმორისტული ჯგუფი გამარჯობათ, გაიცანით ვინც არ იცნობთ

ყველაზე საშიში ქვეყნები ტურისტებისათვის

აპირებთ უცხოეთში მოგზაურობას, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი, ეს შეიძლება არ იყოს უსაფრთხო თქვენთვის. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes შეადგინა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საფრთხისმომცველია ტურისტებისთვის. იქ გამგზავრება რეკომენდებულია ან პროფესიონალი დაცვის თანხლებით ან რეკომენდებულია საერთოდ უარი თქვათ იქ გამგზავრებაზე. სწორია თუ არა ამ ქვეყნის ჟურნალის რჩევა, სადაც საქართველოც დასახელდა ერთ დროს ტურისტებისათვის საშიშ ქვეყნად? არ ვიცი, თუმცა ბევრი რამ მაინც გასათვალისწინებელია.

მარშალის გეგმა

United States of America მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით. მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა. კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთე

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

საქართველო ძალა ერთობაშია საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების გამო პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში არსებული სახელმწიფო ჯილდოები.   ეროვნული გმირის ორდენი საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. დავით აღმაშენებლის ორდენი დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსო

ნუ მოიწყენ, ცხოვრება მშვენიერია!!!

ყველაფერი კარგად იქნება….შემოდი ,სრულიადში ერთი მშვენიერი პოსტი მკითხველს ელის… პრობლემა გაქვს , და არ იცი როგორ გადაწყვიტო?მაშინ ეს პოსტი შენთვისააა…..ესეიგი პირველ როგში , აზრებს თავი მოუყარე…იქნებ ეს პრობლემა შენ გამოიწვიე?და იმაზე იფიქრე როგორ გამოასწორო….ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.წმინდა მამები ამბობენ : ადამიანს ძალუძს თავის თავში დაამარცხოს ყველაზე მძიმე ცოდვაც კი, და საბოლოოდ განდევნოს იგი…ახლა დავიწყოთ ბრძნული აზრების ფრქვევა :